25 დეკ 2025
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის დაკავება, შეფასების თემაა პოლიტიკურ სპექტრშიც.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მიმდინარე დაკავებები და ბოლო პერიოდში აღძრული სისხლის სამართლის საქმეები, მხოლოდ შიდა კლანური დაპირისპირების შედეგია. მათი თქმით, აღნიშნული პირების კორუფციულ გარიგებაზე ისინი წლების წინ საუბრობდნენ, თუმცა, მაშინ „ქართულ ოცნებას“ ამაზე რეაგირება არ ჰქონია.
მმართველ გუნდში საპასუხოდ აცხადებენ, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს. გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას აფასებს ქვეყნის პრემიერ მინისტრმაც.