26 დეკ 2025
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია ბრალის წარდგენის მოლოდინშია. იგი უფლებადამცველმა მოინახულა. თუმცა შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ახალაიას დაკავების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
იგი დაკავებულია 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში.
გამოძიების თანახმად, 4 ოქტომბრის მოვლენებს ახალია ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და განვითარებული მოვლენების მთავარი ორგანიზატორი იყო.
სუს-ში განმარტეს, რომ ბაჩო ახალაიასთან ერთად დაკავებული იყო მისი მეუღლეც, თუმცა მიიღეს გადაწყვეტილება მის გათავისუფლებაზე, მაგრამ თანამონაწილეობაზე გამოძიება გაგრძელდება.
მანამდე რამდენიმე საათის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.