26 დეკ 2025
კვლავ აქტუალურია სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივა. საუბარია ე.წ. კარტერულ გარიგებებზე და სურსათზე მაღალ ფასებზე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში-საკითხის შესწავლას საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია გეგმავს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და კონკურენციის სააგენტო.
ინიციატივასთან დაკავშირებით კიდევ ერთი კომენტარი ირაკლი კობახიძემ ერთ- ერთ მედიაში გააკეთა.
პრემიერის განცხადებით დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, ასევე მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიის ხელმძღვანელები არიან რადიკალური პარტიის ლიდერები.
ირაკლი კობახიძის თქმით, დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი უნდა მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი და არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს. პრემიერის თქმით, დღგ-სთან დაკავშირებული სპეკულაციები არის უადგილო.