ზელენსკის ტრამპთან შეხვედრას აანონსებს

26 დეკ 2025

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს რომ უახლოეს მომავალში აშშ-ის პრეზიდენტთან მაღალი დონის შეხვედრის შესახებ შეთანხმება მიღწეულია.

ზელენსკის თქმით, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელს, რუსტემ უმეროვს ამერიკულ მხარესთან ჰქონდა კონტაქტი და ტრამპთან შეხვედრის შესახებ შეთანხმებაც მიღწეულია.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახალ წლამდე ბევრი რამის გადაწყვეტა შეიძლება.