26 დეკ 2025
3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 13 დაშავდა რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად.
გავრცელებული ცნობით, რუსულმა მხარემ იერიში მიიტანა ზაპოროჟიეს, ხერსონისა და დონეცკის დასახლებებში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსულმა ჯარებმა რეგიონში დასახლებულ პუნქტზე 636 დარტყმა განახორციელეს. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და გაზსადენები.