26 დეკ 2025
საქართველოს პრეზიდენტმა, პრეზიდენტის სასახლეში თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა და მათ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.
თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით თავდაცვის ძალების 6 წარმომადგენელი დააჯილდოვა.