26 დეკ 2025
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების ქვედანაყოფებში სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიებები გრძელდება.
საახალწლო დღესასწაული ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში აღინიშნა. სტუმრების საახალწლო განწყობაზე ანიმატორებმა, ზღაპრის გმირებმა, თოვლის ბაბუამ და მომღერლებმა იზრუნეს.
ბავშვები სხვადასხვა გასართობ აქტივობაში ჩაერთნენ და ღონისძიების ბოლოს საჩუქრებიც მიიღეს.