აფეთქებას სირიაში მეჩეთში მსხვერპლი მოჰყვა

27 დეკ 2025

8 ადამიანი დაიღუპა სირიის ქალაქ ჰომსის ალავიტურ მეჩეთში აფეთქების შედეგად. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „„სარაია ანსარ ალ-სუნამ“ აიღო. გამოქვეყნებულ განცხადებაში დაჯგუფება წერს, რომ მისმა მებრძოლებმა რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს, ალავიტების უმრავლესობით დასახლებულ რაიონში.
აფეთქების შედეგად დაშავდა 18 ადამიანი. სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჰომსის მეჩეთში მომხდარი სასიკვდილო აფეთქება ქვეყნის დესტაბილიზაციის „სასოწარკვეთილ მცდელობად“ შეაფასა და პირობა დადო, რომ დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან.