უამინდობა აშშ-ში - ათასობით ავიარეისი გაუქმდა და გადაიდო

27 დეკ 2025

ათასობით რეისი გაუქმდა და გადაიდო აშშ-ის რამდენიმე ქალაქში უამინდობის გამო. გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილო-აღმოსავლეთში მოსალოდნელია ქარბუქი, რის გამოც უკვე გაუქმდა 1600 ფრენა, 74 ათასი ავიარეისი კი გადაიდო. ყველაზე მეტად ბოლო მონაცემებით დაზარალდა კენედის სახელობის, ნევარკისა და ლაგუარდიას აეროპორტები, რომლებიც ნიუ იორკსა და მის სიახლოვეს მყოფ მგზავრებს ემსახურებიან. ნიუ იორკში უამინდობის გამო შეფერხებულია მატარებლების მოძრაობაც. მოსალოდნელი ქარბუქის და ნალექის გამო მძღოლებს ასევე მოუწოდებენ სიფრთხილე გამოიჩინონ.