27 დეკ 2025
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის წითელ ხაზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრები მნიშვნელოვანი იყო, რადგან შტატების წარმომადგენლებს ახლა უკეთესი წარმოდგენა აქვთ წითელ ხაზებზე. ზელენსკის თქმით,„ტერიტორიებისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხი ძალიან მგრძნობიარეა და უკრაინა იურიდიულად არაფრის აღიარებას არ აპირებს“. პრეზიდენტი ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით უკვე გაემგზავრა აშშ-ში, თუმცა საბოლოო დანიშნულების ადგილზე მისვლამდე, კანადაში შეჩერდება სადაც პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის შეხვდება. ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ფლორიდაში, დონალდ ტრამპთან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.