ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხი 

27 დეკ 2025

ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხი ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინი არ აქვთ, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს ხელისუფლების ინტერესში არ შედის.

მით უფრო, რომ ბრიუსელი იმ ვალდებულებების შესრულებას ითხოვს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აიღო. მმართველ გუნდში ურთიერთობების გადასატვირთად მზაობას გამოხატავენ, თუ ევროკავშირი რიტორიკას შეცვლის და აცხადებენ, რომ საქართველო ევროკავშირთან ცალმხრივი მეგობრობის პოზიციაში რჩება.