28 დეკ 2025
სერგეი ლავროვმა რუსეთზე თავდასხმის შემთხვევაში გამანადგურებელი პასუხის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა და განაცხადა,რომ უსაფუძვლოა შიში, რომ რუსეთი ვინმეს თავს დაესხმება.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თუ ვინმე იფიქრებს რუსეთზე თავდასხმას, პასუხი გამანადგურებელი იქნება. დაამატა, რომ ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმაც არაერთხელ გააკეთა გაფრთხილება.
საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე ამბობს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ, ევროკავშირი გახდა მშვიდობისთვის მთავარი დაბრკოლება.