ქრთამის აღების ფაქტი

28 დეკ 2025

კასპის მუნიციპალიტეტში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობა შეეფარდათ.გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ მიიღო.პროკურატურა დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობას მოითხოვდა. ადვოკატის მტკიცებით კი, ბრალდების მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობა, რომელიც აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, საკმარისად დასაბუთებული არ ყოფილა.