28 დეკ 2025
სომხეთის ეკონომიკის მინისტრის, გევორკ პაპოიანის განცხადებით, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, შესაძლებელი გახდეს არა მხოლოდ ახალი იმპორტი ბაქოდან, არამედ სომხური პროდუქციის ექსპორტიც აზერბაიჯანში, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
„ამჟამად, საქართველოს რკინიგზისგან ტრანზიტისთვის საკმაოდ გონივრული ფასი მივიღეთ. ვფიქრობ, რომ შემდეგი წარმატებული შეთანხმების შესახებ როგორც საქართველო, ასევე აზერბაიჯანი შეგვატყობინებენ“, - განაცხადა პაპოიანმა.