მშვიდობის შენარჩუნება ნამდვილად არ იყო იოლი, ჩვენ მოგვიწია ბრძოლა ამისათვის და ეს ბრძოლა წარმატებით გაგრძელდა 2025 წელსაც - ირაკლი კობახიძე

28 დეკ 2025

მშვიდობის შენარჩუნება ნამდვილად არ იყო იოლი, ჩვენ მოგვიწია ბრძოლა ამისათვის და ეს ბრძოლა წარმატებით გაგრძელდა 2025 წელსაც, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა წლის შეჯამებისას ისაუბრა მშვიდობისა და სუვერენიტეტისათვის ბრძოლაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულება იყო უსამართლო და საფუძვლიანი აღქმით, ეს ყველაფერი უკავშირდებოდა იმას, რომ საქართველომ არ შეასრულა კონკრეტული როლი კონკრეტული გარე ძალებისთვის.

„მშვიდობის შენარჩუნება ნამდვილად არ იყო იოლი, ჩვენ მოგვიწია ბრძოლა ამისათვის და ეს ბრძოლა წარმატებით გაგრძელდა 2025 წელსაც. საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ ვხედავთ ძალიან დიდ უსამართლობას და ჩვენი საფუძვლიანი აღქმით, ეს ყველაფერი დაკავშირებულია სწორედ იმასთან, რომ საქართველომ არ შეასრულა კონკრეტული როლი კონკრეტული გარე ძალებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.