კარლოს ალკარასმა ცინცინატის მასტერსი მოიგო

19 აგვ 2025

დიდი სლემის ხუთგზის გამარჯვებულმა და მსოფლიოს მეორე ჩოგანმა კარლოს ალკარასმა ცინცინატის მასტერსი მოიგო.

ესპანელი ჩოგბურთელი ფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგანს იანიკ სინერს დაუპირისპირდა, რომელიც 0:5-ს აგებდა, რის შემდეგაც ცუდად ყოფნა მოიმიზეზა და მატჩს ჩაეხსნა.

22 წლის ალკარასისთვის ეს კარიერაში 22-ე ტიტულია. ცინცინატის მასტერსი კი ესპანელმა პირველად მოიგო.