მაღალმთიან აჭარაში თოვს

29 დეკ 2025

მაღალმთიან აჭარაში თოვს. ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 40-50 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო დაბაში 20-25 სანტიმეტრია.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,   თოვლის საფარისგან გაწმენდით სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი საავტომობილო გზები.  

გზებზე  მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი. მიმდინარეობს ბათუმი ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის გაწმენდითი სამუშაოებიც.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით გადაადგილდნენ და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები.