„დისნეის მუსიკა" - კონცერტი საზაფხულო თეატრში

19 აგვ 2025

ბათუმის საზაფხულო თეატრში კამერული ორკესტრისა და ვოკალისტების შესრულებით დისნეის მუსიკა შესრულდა. კონცერტზე წარმოდგენილი იყო მელოდიები ყველასთვის ნაცნობი ფილმებიდან.

ღონისძიება საქართველოს პირველი ლედის პატრონაჟით, კულტურის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველო“-ს და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.

პროექტის ფარგლებში კონცერტზე მიწვეულნი იყვნენ სახელწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვები, შშმ პირები და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე ბავშვები.