ბუნებრივი აირის ტარიფი უცვლელი რჩება-სხდომა სემეკში

29 დეკ 2025

მომდევნო სამი თვე ქვეყანაში დენი არ გაძვირდება, გაზის უცვლელი ტარიფი  კი  კიდევ ერთი წელი  იმოქმედებს. გადაწყვეტილება დღეს სემეკის თავმჯდომარემ  გაახმოვანა. დავით ნარმანიას  თქმით,   პროცესის  3 თვით გადავადება  ელექტროენერგიის გამანაწილებელმა  კომპანიებმა ითხოვეს. 
როგორც ნარმანიამ განაცხადა, დღეს არ არსებობს ის ფაქტორები, რომლითაც ტარიფების ზრდა იყო შესაძლებელი.  აქვე გეტყვით რომ რამდენიმე დღის წინ   ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  თავმჯდომარემ განაცხადა რომ  ახალი წლიდან ტარიფები გადაიხედებოდა.