29 დეკ 2025
ქართული სპორტისთვის 2025 წელი, უბრალოდ, კალენდრის კიდევ ერთი ფურცელი არ ყოფილა, ეს იყო წელი, როცა გამარჯვება ყოველდღიური ღირსების ფორმად იქცა.
სხვადასხვა სარბიელზე ჩვენი სპორტსმენები ქვეყნის სახელს ისე ამაყად ატარებდნენ, როგორც დროშას, ყოველთვის მაღლა აწეულს.
წლეულს მოპოვებული სარეკორდო 1935 მედალი (მათ შორის - 752 ოქროსი) - მოთმინების, თავგანწირვისა და რწმენის მატარებელი გახდა.
ამ გზაზე იყო სიხარულიც და მძიმე წუთებიც, 2025-მა წელმა დაგვანახა, რომ სპორტი ჩვენთვის შედეგთან ერთად, ეროვნული ხასიათის გაგრძელება, ბრძოლისა და თავმდამბლობის ერთდროული გამოვლინებაა.