ესპანეთში ზვავში მოთხილამურეები მოჰყვნენ

30 დეკ 2025

სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა ზვავის შედეგად ესპანეთის პირენეების მთებში - განაცხადა ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ .
დაღუპულები ექვსკაციანი ჯგუფის წევრები იყვნენ, რომლებიც ზღვის დონიდან 2 ათას 700 მეტრის  სიმაღლეზე თხილამურებით სრიალებდნენ. 
მოთხილამურეთა ჯგუფის ორმა წევრმა გაქცევა და დახმარების გამოძახება მოახერხა. ზვავი პიკო ტაბლატოს დასავლეთ მხარეს, პანტიკოსას სათხილამურო კურორტთან ახლოს ჩამოწვა.