ჰამასი უნდა განიარაღდეს - ტრამპი

30 დეკ 2025

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ჰამასს“ ძალიან მოკლე დრო ექნება განიარაღებისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, 59 ქვეყანა მზად არის, ჩაერიოს პროცესში, თუ „ჰამასი“ არ შეასრულებს ვალდებულებას.  ტრამპმა აღნიშნა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს გარეშე ისრაელს შესაძლოა, აღარც კი ეარსება. ტრამპის თქმით, თავადაც დიდი როლი ითამაშა ამ წარმატებაში.