სერგეი ლავროვის განცხადება

30 დეკ 2025

კიევმა და დასავლეთმა უნდა აღიარონ ის ტერიტორიული რეალობა, რომელიც რუსეთის საზღვრების გაფართოების შემდეგ წარმოიშვა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „კიევმა და მისმა დასავლელმა მფარველებმა უნდა აღიარონ ის ახალი ტერიტორიული რეალობები, რომლებიც ყირიმის, სევასტოპოლის, დონეცკის, ლუგანსკის,  ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შემდეგ წარმოიშვა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია უკრაინის ნეიტრალური, არაალიანსური და არაბირთვული სტატუსის უზრუნველყოფა. ასევე, ლავროვის მტკიცებით, აუცილებელია უკრაინის „დემილიტარიზაცია“ და „დენაციფიკაცია“. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს ქვეყნების სამხედრო ექსპანსია უნდა შეჩერდეს.