საახალწლო ღონისძიება

30 დეკ 2025

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე უწყების ორგანიზებული საახალწლო კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, დაღუპული და დაჭრილ-დაშავებული ჯარისკაცების, გენერალური შტაბის სამხედრო მოსამსახურეებისა და სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამშრომლების შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.     ბავშვების საახალწლო განწყობაზე ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. ღონისძიების ბოლოს მათ საჩუქრებიც მიიღეს.