ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 773 ფაქტი წლის განმავლობაში

30 დეკ 2025

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა წელს სამართალდარღვევის  877 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, წელს ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 773 ფაქტია გამოვლენილი, მათ შორისაა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები.  „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ  1706  კუბური მეტრი შეადგინა.