სახალხო დამცველმა 2025 წლის საპარლამენტო და 14 სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა

30 დეკ 2025

სახალხო დამცველი აპარატის ინფორმაციით, 2025 წელს სახალხო დამცველმა პარლამენტს წარუდგინა წლიური ანგარიში და გამოაქვეყნა 14 სპეციალური ანგარიში, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ სისტემურ გამოწვევებს, პრობლემების თემატურ ანალიზსა და მათი აღმოფხვრის რეკომენდაციებს მოიცავს.

"სპეციალური ანგარიშები მოიცავს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ სისტემურ გამოწვევებს სხვადასხვა მიმართულებით. დოკუმენტები ეხება მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვას, მათ შორის, ხანდაზმულთა, შშმ პირთა, ფემიციდის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, პატიმრებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა მდგომარეობას.

ანგარიშებში შეფასებულია სოციალური და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, თანასწორობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკა, ასევე ადამიანის უფლებებზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გამოწვეული რისკები.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში არსებულ პირობებს, წამების და არასათანადო მოპყრობის პრევენციას, ხოლო თემატური ანგარიშები სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით კონკრეტულ მიგნებებსა და რეკომენდაციებს აერთიანებს", აღნიშნულია სახალხო დამცველის ინფორმაციაში. 

ყველა სპეციალური ანგარიში იხილეთ აქ: 
https://tinyurl.com/28uc9wm5