პიროტექნიკის უნებართვო რეალიზაციის ფაქტებზე მონიტორინგი გრძელდება

30 დეკ 2025

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, პიროტექნიკის უნებართვო რეალიზაციის ფაქტებზე მონიტორინგი გრძელდება.

მათივე ინფორმაციით, პოლიციასთან ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში გამოვლენილი დამრღვევი მეწარმე სუბიექტები დააჯარიმეს.

"პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან რეალიზაცია, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან კონფისკაციის გარეშე.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროდუქციის უკანონო რეალიზაციისა და გამოყენებისგან",- აღნიშნულია ინფორმაციაში.