ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

30 დეკ 2025

სასამართლომ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო.

პროცესზე პროკურატურა ფარცხალაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ხოლო ადვოკატი მის დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა. ფარცხალაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს.

ბრალდების მხარე ფარცხალაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას ედავება. დანაშაული სასჯელის სახედ 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროცესი ოთარ რომანოვ ფარცხალაძის გარეშე მიმდინარეობდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ფარცხალაძემ საქართველო 2025 წლის ივნისში დატოვა და არსებული ინფორმაციით, ამჟამად ის რუსეთში იმყოფება.