30 დეკ 2025
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორის სწრაფი განვითარებისთვის საქართველოს მთავრობამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ჯარიმების პატიებით და ეს არის საფუძველი იმისთვის, რომ ახალი, სუფთა ფურცლიდან დაიწყოს და გაგრძელდეს ურთიერთთანამშრომლობა სახელმწიფოსა და ენერგეტიკის სექტორს შორის.
ამ საკითხებზე მინისტრმა განახლებადი ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც 2025 წლის შედეგები შეაჯამა.