30 დეკ 2025
ამ დროისთვის ბათუმში მცხოვრებ 18 ათას აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. გაზი გაეთიშა ჯავახიშვილის ქუჩის, აეროპორტის, ადლიისა და ანგისის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს.
“სოკარ ჯორჯია გაზში” აცხადებენ, რომ მიზეზი უამინდობა გახდა და აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება ხვალ დილიდან აღუდგებათ.