შეხვედრა ახალგაზრდულ ბანაკში 

21 აგვ 2025

ბაკურიანში ახალგაზრდულ ბანაკში აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსწავლეებს განათლების მინისტრი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდნენ.

რვადღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებისთვის  საგანმანათლებლო, სპორტულ-შემეცნებითი აქტივობები და ტრენინგები ჩატარდა. 

საზაფხულო ბანაკში, რომელიც 2022 წლიდან იმართება,  ყოველწლიურად 9-დან 16 წლამდე 200-მდე მოსწავლეა ჩართული.