31 დეკ 2025
31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება.
№1, №1ა, №3, №4, №7, №7ა, №10, №10ა, №11, №12, №13 და №16 სამარშრუტო ხაზებზე მოძრავი ავტობუსები მუშაობას ღამის 02:00 საათამდე გააგრძელებენ.
მგზავრობა აღნიშნულ მარშრუტებზე 22:00 საათიდან უფასო იქნება. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.