დიდი ოდენობით ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტი

21 აგვ 2025

უკანონოდ მოპოვებული დიდი ოდენობით ქვიშა-ხრეში და გარემოსთვის მიყენებული მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ზიანი - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინერტული მასალის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამრღვევი სპეციალური სამსხვრევი დანადგარით ბუნებრივი რესურსის უკანონო გადამუშავებასაც ახდენდა. 

მასალები  შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.