ქედის ცენტრთან მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - დაიღუპა ერთი ადამიანი

21 აგვ 2025

ქედის ცენტრთან მისვლამდე მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. თვითმხილველების თქმით, დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. 

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.