ბინები დევნილებისთვის

21 აგვ 2025

150 დევნილი ოჯახისთვის  ბორჯომში საცხოვრებელი კორპუსი შენდება.  მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე, 10-სართულიანი კორპუსის 8 სართული აშენებულია. გარემონტებული ბინები იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც  წლების განმავლობაში, ბორჯომში, არასათანადო პირობებში ცხოვრობენ.