02 იან 2026
საქართველოს პრეზიდენტი შვეიცარიაში, სათხილამურო კურორტზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრანს-მონტანას სათხილამურო კურორტზე მომხდარი შემაძრწუნებელი ტრაგედიის გამო, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.
ამ მძიმე წუთებში, ქართველი ხალხი უერთდება საყოველთაო გლოვას - ვიზიარებთ შვეიცარიელი ხალხის ამ დიდ ტკივილს. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და ყველას, ვისაც ეს დიდი ტრაგედია შეეხო. დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. საქართველო თქვენს გვერდითაა",- წერს მიხეილ ყაველაშვილი.