03 იან 2026
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ახალი 2026 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა.
სამინისტროს ინფორმაციით მინისტრი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილთან ერთად ხონში, მე-6 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე იმყოფებოდა.
თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ახალი წელი ვიდეო კონფერენციის საშუალებით მიულოცეს.