03 იან 2026
1 იანვრიდან 35 445 პირისთვის ჩამორთმეული მართვის მოწმობებზე ამნისტია დღეიდან ამოქმედდა, ხოლო ჩამორთმეული მართვის მოწმობის საფასურის სანაცვლოდ ვადაზე ადრე აღდგენის უფლება უქმდება.
ამას ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა დეკემბერში მიიღო. 2026 წლიდან ის პირები, ვისაც მართვის მოწმობა სხვადასხვა დარღვევების გამო ჩამოერთმევათ, საფასურის სანაცვლოდ, მის ვადაზე ადრე აღდგენას ვეღარ შეძლებენ.
ამავე ცვლილებებით, ცხადდება ამნისტია 2025 წლის 10 დეკემბრამდე ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე ყველა პირს, გარდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო ჩამორთმევისა), ვისაც ის ჩამორთმეული ჰქონდა, მართვის მოწმობა 1 იანვრიდან აღუდგა. ხოლო იმ პირებმა, რომლებსაც მართვის მოწმობები ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო ჩამოერთვათ, ნარკოლოგიური შემოწმების გავლის შესახებ სამედიცინო ცნობა 2026 წლის 1 თებერვლამდე უნდა წარადგინონ და მართვის მოწმობა მის საფუძველზე აღიდგინონ.