03 იან 2026
1-ელი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან. უფრო კონკრეტულად, ახალი წლიდან ძალაში “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ის ნორმა შედის, რომლის მიხედვით, ღამის საათებში, 23:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე, დასახლებულ პუნქტებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მაქსიმალური დასაშვები დონე არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბელს.
აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დასაშვებ ნორმასთან შესაბამისობას შსს-ს უფლებამოსილი პირი შესაბამისი პორტატული აპარატით შეამოწმებს. რაც შეეხება სანქციას, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
განმეორება 200 ლარიან, მესამე შემთხვევა კი 300 ლარიან დაჯარიმებას გამოიწვევს.