პლასტმასის გამოყენების რეგულირება

03 იან 2026

ერთჯერადი დანიშნულების პლასტმასის ჭურჭლის მიმოქცევა აიკრძალა. დაწესდა  ფინანსური ჯარიმებიც. იკრძალება პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმელის მოსარევების და გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული სასურსათო კონტეინერების წარმოება. აკრძალვა ეხება იმპორტსა და ბაზარზე განთავსებას. არ იკრძალება  ექსპორტის მიზნით წარმოება. 

ასევე იკრძალება პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის მზა სურსათის მიწოდება.

მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში - გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.