მამია ვარშანიძის ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება

03 იან 2026

გზების რეაბილიტაციის გამო სატრანსპორტო მოძრაობა ბათუმში დღეიდან ორ ლოკაციაზე შეიზღუდება. 3 იანვრიდან მარტის ბოლომდე  მოძრაობა შეიზღუდება მამია ვარშანიძის ქუჩაზე, ლუკა ასათიანის ქუჩიდან სულაბერიძის ქუჩამდე მონაკვეთში.

შეზღუდვა მამია ვარშანიძისა და ხახულის ქუჩების კეთილმოწყობის პროექტს უკავშირდება, რომელიც  სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს. 4 იანვრიდან 2 თვის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე საავტომობილო გზის მარჯვენა, სანაპიროს მხარეს.

პროექტის  ფარგლებში, განხორციელდება  ქვაფენილის დემონტაჟი და მოხდება გზის სრული რეაბილიტაცია. ორივე მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეიცვლება და ავტობუსები მიმდებარე ქუჩებით იმოძრავებს.

ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.