ვითარება უკრაინაში

03 იან 2026

რუსეთის თავდასხმას ხარკოვზე მსხვერპლი მოჰყვა, დაღუპულია ერთი ბავშვი, დაშავებულთა რაოდენობა კი 30-ს აჭარბებს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, რადგან არსებობს ინფორმაცია, რომ ნანგრევების ქვეშ კვლავ რჩებიან ადამიანები.

გასულ დღეს მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი,  რომელმაც განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით 2 რაკეტა პირდაპირ საცხოვრებელ ზონაში მოხვდა. გარდა ამისა, უკრაინის ხელისუფლებამ ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში ფრონტის მახლობელი 44 დასახლებიდან 3 ათასი ბავშვისა და მათი მშობლების იძულებითი ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.

რეკონსტრუქციის საკითხებში უკრაინის ვიცე მერმა აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების კუთხით გართულებული მდგომარეობის გამო მიიღეს.