აქციები ირანში – აშშ-ს გამოხმაურება

03 იან 2026

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს. აბას არაღჩის თქმით, დონალდ ტრამპის განცხადება, რომლის მიხედვითაც მან ირანის ქუჩებში გამოსულ მომიტინგეებს მხარდაჭერა გამოუცხადა, „უგუნური და სახიფათოა“. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ ირანი მშვიდობიან მომიტინგეებს ესვრის და ძალადობრივად დახოცავს, აშშ მათ დასახმარებლად მივა.

ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა კი ამ განცხადების გამო შეერთებული შტატების ხელისუფლებას აფრთხილებს.

პარლამენტის სპიკერის, მოჰამად ბაღერ ღალიბაფის თქმით, ასეთ შემთხვევაში რეგიონში აშშ-ის სამხედრო ბაზები ირანისთვის ლეგიტიმური სამიზნე გახდება.