03 იან 2026
უცხოური მედიის ცნობით, აშშ-ის სამხედროებმა ვენესუელაში სამხედრო ბაზები, ქვეყნის მთავარი პორტი და პარლამენტის შენობა დაბომბეს.
გავრცელებული ცნობებით, დაიბომბა კარაკასის მთავარი სამხედრო ბაზა ფუერტე ტიუნა, კარაკასის მთავარი ავიაბაზა ლა კარლოტა, სასიგნალო ანტენა ელ ვოლკანი და კარიბის ზღვის სანაპიროზე საზღვაო პორტი ლა გუაირა.
ცნობისთვის, თეთრ სახლს თავდასხმასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, მანამდე, ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენესუელის ტერიტორიის შიგნით დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა.
ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადება ვენესუელის მთავრობამ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მთელი ქვეყანა „იმპერიალისტური აგრესიის დასამარცხებლად უნდა მობილიზდეს. ვენესუელამ აშშ თავდასხმაში დაადანაშაულა და „სამხედრო აგრესია“ დაგმო, ამ აგრესიის მიზნად კი ვაშინგტონის მიერ ქვეყნის ნავთობისა და მინერალების მითვისების სურვილი დაასახელა.