03 იან 2026
ნიკოლას მადუროს და მის ცოლს აშშ-მა ბრალი წაუყენა. ნიკოლას მადუროს ბრალად წარედგინა ნარკოტერორისტულ შეთქმულებაში, კოკაინის შემოტანის შეთქმულებაში, ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების შენახვაში და ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების ფლობაში შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გენერალური პროკურორი, პამელა ბონდი ავრცელებს. მისი განცხადებით, მადურო და სილია ფლორესი მალე ამერიკული მართლმსაჯულების სრულ რისხვას იხილავენ.
სახელმწიფო მდივნის მოადგილის კრისტოფერ ლანდაუს განცხადებით, ეს ვენესუელისთვის ახალი დასაწყისია.
თავის მხრივ განცხადება გაავრცელა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომელმაც აღნიშნა რომ მადურო ვენესუელის პრეზიდენტი არ არის და ის ნარკოტერორისტული ორგანიზაციის „კარტელ დე ლოს სოლესის“ ხელმძღვანელია, რომელსაც ბრალად ედება აშშ-ში ნარკოტიკების შეტანა.
ცნობისთვის, ტრამპმა ვენესუელაზე იერიში მიიტანა და შემდეგ განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ლიდერი ნიკოლას მადურო ცოლთან ერთად შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.