მიხეილ ყაველაშვილი საფრანგეთსა და ეგვიპტეში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა

22 აგვ 2025

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ასევე იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს, ირაკლი ყურაშვილს და ეგვიპტის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ნიკოლოზ აფხაზავას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატებს თანამდებობის დაკავება მიულოცა და მათ სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.