საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იუბილარია

04 იან 2026

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დღეს 93 წელი შეუსრულდა. ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს  დაიბადა. 1957 წელს  მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით ბერად აღკვეცეს და  სახელად ილია უწოდეს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩია.

პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით.

ილია მეორის დამსახურებით საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია. პატრიარქმა  დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.