04 იან 2026
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დაგეგმილი 4 ფრენა გაუქმდა. როგორც TAV ჯორჯიაში გვითხრეს, ავიამიმოსვლას ქარი აფერხებს.
რაც შეეხება ჩამოფრენას - 3 ფრენა ქუთაისის აეროპორტში გადამისამართდა, ერთი კი შეფერხების მიუხედავად ბათუმში შესრულდა.
აეროპორტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ბათუმში ფრენები უნდა შესრულებულიყო: თელ-ავივიდან, მოსკოვიდან, სტამბოლიდან და ნატახტარიდან.