04 იან 2026
საახალწლო ღონისძიებები ბათუმში გრძელდება. დღეს ევროპის მოედანზე მთავარ სცენაზე კონცერტი 19 საათზე დაიწყება. დღევანდელი პროგრამა დატვირთულია ქალაქური სიმღერებითა და ესტრადის სოლო შემსრულებლების გამოსვლებით.
სცენას დაიკავებენ ანსამბლი: „ქართული ხმები“, ბენდები და თაეტრალური კვარტეტი. საღამოს დიჯეი გააგრძელებს. საახალწლო განწყობის შექმნა ქალაქის მთავარ მოედანზე მთელი დღის განმავლობაშია შესაძლებელი. ბავშვებისთვის 17 საათზე ანიმატორების შოუ იქნება.
მთელი დღის განმავლობაში აქტიურობაა საახალწლო ბაზრობაზე, სადაც ქართული პროდუქციაა წარმოდგენილი.
მიმდინარეობს ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა.