ზღვამ ბათუმის სანაპიროზე კიდევ ერთი მკვდარი დელფინი გამორიყა

18 მაი 2017

ბათუმის სანაპიროსთან, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა. მხოლოდ  წელს დელფინის გამორიყვის 28 შემთხვევა დაფიქსირდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა ძუძუმწოვრის გამორიყვის  27-ე შემთხვევა ერთი კვირის წინ დააფიქსირა. 

დეპარტამენტის წარმომადგენლის, არჩილ გუჩმანიძის ინფორმაციით,  2017 წლის 1 იანვრიდან - 11 მაისის ჩათვლით საქართველოს სანაპიროს სარფი-ანაკლიის მონაკვეთზე ზღვის ძუძუმწოვრების (დელფინების) ნაპირზე გამორიყვის 27 შემთხვევა დაფიქსირდა. გუჩმანიძის  ინფორმაციით, საქართველოს სანაპიროს აფხაზეთის მონაკვეთზე, აღნიშნულ პერიოდში, გამორიყულია მინიმუმ 10 დელფინი.